შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ჰენრიკ თუნს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებულ ნაყოფიერ ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნორვეგიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მიმოიხილეს, ასევე, ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და მის შედეგებზე.

არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აღინიშნა მჭიდრო და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა.

ჰენრიკ თუნმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთიდან ნატოს ჯარების და სამოქალაქო პირების ევაკუაციისას გაწეული დახმარებისთვის.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი სრულდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძემაკა ბოჭორიშვილიმაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან

Related posts

კომენტარის დამატება