ჩემი, როგორც მტკიცე მეგობრის რჩევა იქნება, რომ საქართველო შეეცადოს უფრო ძლიერი ეროვნული ერთიანობის შექმნას ზოგადად და ევროინტეგრაციის გარშემო და შემდეგ მტკიცედ დაიცვას ჩვენი საერთო ღირებულებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ეს ღირებულებები წარმოადგენს ევროკავშირისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველს, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, უკრიკ ტიდესტრომმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა გააფართოოს და დააჩქაროს რეფორმების დღის წესრიგი, რადგან ევროკავშირისკენ გზა რეფორმებზე გადის.
„როგორც იცით, ძალიან მალე ჩვენ ველოდებით დასკვნას ევროპული კომისიისგან, რის შემდეგაც გაიმართება განხილვები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს არ მსურს სპეკულირება შედეგებთან დაკავშირებით. ის, რასაც ყოველთვის ხაზს ვუსვამ, არის, რომ: პირველი, ევროინტეგრაცია არის ხანგრძლივი პროცესი, მეორე, რას მოიმოქმედებს საქართველო ამ ხანგრძლივი პროცესის დროს. ჩემი, როგორც მტკიცე მეგობრის რჩევა იქნება, რომ საქართველო შეეცადოს უფრო ძლიერი ეროვნული ერთიანობის შექმნას ზოგადად და ევროინტეგრაციის გარშემო და შემდეგ მტკიცედ დაიცვას ჩვენი საერთო ღირებულებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ეს ღირებულებები წარმოადგენს ევროკავშირისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველს, ასევე, საქართველოს ვურჩევ, რეფორმების დღის წესრიგის გაფართოებასა და დაჩქარებას. შვედეთი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების მხარდაჭერას, რადგან რეფორმები არის გზა ევროკავშირისკენ,“- აღნიშნა ელჩმა.