შვეიცარიამ დანიას უკრაინაში შვეიცარიული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის ნებართვა არ მისცა

შვეიცარიის მთავრობამ ვეტო დაადო დანიის მოთხოვნას უკრაინაში შვეიცარიული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის თაობაზე, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა დაასახელეს, რომლის თანახმადაც შვეიცარია კონფლიქტის ზონებს იარაღს არ აწვდის.

შვეიცარია იმ ქვეყნებს, რომლებიც შვეიცარიულ იარაღს ყიდულობენ, რეექსპორტისთვის მისგან ნებართვის აღებას სთხოვს.

ცნობისათვის, აპრილში შვეიცარიამ ვეტო დაადო გერმანიის მიერ შვეიცარიული წარმოების საბრძოლო მასალის უკრაინაში რეექსპორტს, მან ასევე უარი უთხრა პოლონეთს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნაზე.

Related posts

კომენტარის დამატება