სიქსტის კაპელას შემდეგ, ქართული საგალობლები წმინდა პეტრეს ტაძარშიც შესრულდება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, ვატიკანში, ქართული საგალობლები, სიქსტეს კაპელას შემდეგ, წმინდა პეტრეს ტაძარშიც აჟღერდება.

„ჩვენ ვაჩვენეთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, სხვადასხვა რწმენის ადამიანი მეგობრობდეს, ერთად მღეროდეს და აჩვენებდეს იმ ჰარმონიას, რომელიც, ალბათ, ამ კონტინენტს გადაარჩენს. ბევრს არ ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო, ეს დღე დადგა, ყველას გილოცავთ. 29 ივნისს, ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ ილია მეორის ავტორობით, „ავე მარია“ და მეორე საგალობელი – „შენ ხარ ვენახი“ წმინდა პეტრეს ტაძარში გაჟღერდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქართველი მგალობლების ხმა სიქსტეს კაპელაში გუშინ პირველად გაისმა.

Related posts

კომენტარის დამატება