უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ამბობს, რომ საერთაშორისო ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებები მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა წარიმართოს – ომის შეჩერება და უკრაინისთვის ზიანის ანაზღაურება.
სტეფანჩუკი Die Welt-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინას ასევე ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაუბრუნონ – კერძოდ კი ყირიმი, ხოლო რუსული ხელმძღვანელობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს.
“პუტინთან საუბრის წაყვანა მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლება: როცა ის შეაჩერებს ამ სისხლიან ომს, როცა მოაგვარებს უკრაინასთან იმ საკითხს, რაც მის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ეხება. ყველაფერ დანარჩენს ჩვენ ხატოვნად ვხედავთ, არ გვჭირდება დამატებითი სიტყვები, ჩვენ ვხედავთ მის ქმედებებს”, – თქვა სტეფანჩუკმა.