Tesla გამოჩნდა დეზერტირების ბაზარში.

ახლა დეზერტირების ბაზარში Tesla დგას და კიტრს, პომიდორს, სტაფილოსა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტებს პირდაპირ მისი საბარგულიდან ყიდიან. იქვე დგას ბანერიც წარწერით – „წარმოებულია აგროსფეროსთან ერთად“.

ამ ღონისძიების ინიციატორი სწორედ „აგროსფეროა“, აგროტექნიკისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი დისტრიბუტორი. იდეა კი კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონს“ ეკუთვნის. აქტივობის მიზანი, აგრომეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობის ხაზგასმა და ამ საკითხისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. გზავნილი ასეთია – როცა ზურგს „აგროსფერო“ გიმაგრებს, სოფლის მეურნეობაში არც Tesla-ს მსგავსი ინოვაციური პროდუქტია გასაკვირი.

„აგროსფერო“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. ის მის პარტნიორ ფერმერებს თანამედროვე და ინოვაციური ტექნიკით უზრუნველყოფს, აგრომეურნეობისა და ბიზნესის საკითხებში უწევს კონსულტაციასა და წარმოების განვითარებაში ეხმარება.

„თანამედროვე ტექნოლოგიები არა მხოლოდ შრომას უმსუბუქებს ფერმერს, არამედ გაცილებით დიდი რაოდენობის, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტების წარმოების შესაძლებლობას აძლევს. გვინდა, რომ მათ როლსა და მნიშვნელობაზე, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ და დავანახოთ, რომ მათ გარეშე ვერ განვვითარდებით და ვერ დავეწევით განვითარებულ აგრარულ ქვეყნებს“, – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.

როგორც ირკვევა, ეს არასტანდარტული სანახაობა, „აგროსფეროს“ ხანგრძლივი კამპანიის დასაწყისია. კომპანია თანამედროვე ფერმერობაზე ინფორმირებულობის გასაზრდელად ბევრ განსხვავებულ ღონისძიებასა და პროექტის განხორციელებას გეგმავს.

Related posts

კომენტარის დამატება