“თავისუფლებისთვის ბრძოლა თაობიდან თაობაზე გადადის” – ნიკა მელია

“თავისუფლებისთვის ბრძოლა თაობიდან თაობაზე გადადის!
მთელ ამ მძიმე პროცესს ერთი სიკეთეც აქვს. ახალმა თაობამ გემო გაუგო ქვეყნის თავისუფლებისთვის, საკუთარი უფლებებისთვის სხვებთან ერთად ბრძოლას, პროტესტის ღიად და დაუფარავად გამოხატვას. 
ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას  გემოს გაუგებს, ის აღარასოდეს ამბობს ბრძოლაზე უარს. ყოველთვის გამოვა უსამართლობის წინააღმდეგ და ეს არის მთავარი
თაობა სწავლობს ბრძოლას და აღარავის დაუთმობს არც ქვეყნის თავისუფლებას და არც თავის უფლებებს.
დღეს 20:00 საათზე” – წერს ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია ფეისბუქზე

Related posts

კომენტარის დამატება