თემურ ნოზაძე გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა

თბილისის გრან სლემის პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვეს – 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონი 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე გახდა, რომელმაც დაძაბულ ორთაბრძოლაში გიორგი სარდალაშვილს სძლია. ნოზაძემ ამ გამარჯვებით შარშან მოპოვებული ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

-66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო ვერცხლის მედალი გიორგი თუთაშვილმა მოიპოვა, რომელიც ფინალში ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა.

​კიდევ ერთი მედალი საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოუტანა. გრან სლემის ბრინჯაოს ეთერ ლიპარტელიანი დაეუფლა.

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები მედლების საერთო ჩათვლით პირველ ადგილს იკავებს, მეორეზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე – კოსოვო.

Related posts

კომენტარის დამატება