თიანეთის 10-მდე სოფელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

თიანეთის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან – პარალელურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და იწმინდება შიდა გზები. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და სამუშაოებში ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ინტენსიურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განმარტებით, ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.  

Related posts

კომენტარის დამატება