თორნიკე რიჟვაძე – საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ჯერი ევროკავშირზეა

საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უპირობოდ იმსახურებს, ჯერი ევროკავშირზეა, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ამ საპატიო სტატუსის მისაღებად ძალისხმევას არ იშურებს.

„პირველი, ვინც კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო – საქართველო გახლავთ. გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უპირობოდ იმსახურებს. ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს პოლიტიკური ნება ეყოფათ, საქართველოს ის რეფორმები და ის დემოკრატიის ხარისხი დაუფასონ, რაც მათ პოლიტიკურ ჟესტში გამოიხატება. შემდეგ, უკვე კიდევ უფრო გრძელი, მაგრამ საინტერესო გზა დაიწყება, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

Related posts

კომენტარის დამატება