თსუ-ს რექტორსა და სტუდენტებს შორის მოლაპარაკება 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

თითქმის სამი საათი გაგრძელდა მოლაპარაკება 109-ე აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებსა და უნივერსიტეტის რექტორს შორის. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა, უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, რომ მხარეები ძირითად კონსენსუსამდე მივიდნენ.

„ეს იყო დაუგეგმავი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ჩვენი ყველა მოთხოვნა, იყო ზედაპირული განხილვა, გადავწყვიტეთ რომ გვქონდეს ფორმალური, საჯარო შეხვედრა, სადაც ყველა სტუდენტს შეეძლება მოსვლა და უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხებს,” – განაცხადა მოძრაობა ”ბრძოლა განათლებისთვის” წევრმა ილია ჭანტურიამ.

სტუდენტების მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს რექტორი, ერთჯერადად შეიცვალოს გამოცდების წესი, უნივერსიტეტში შევიდეს აუდიტის სამსახური და აშენდეს ახალი სტუდქალაქი.

Related posts

კომენტარის დამატება