თურქეთი უკრაინას „ბაირაქტარებს“ უფასოდ გადასცემს

თურქული კომპანია „ბაიკარი“ უკრაინას სამ უპილოტო საფრენ აპარატ „ბაირაქტარს“ უფასოდ გადასცემს.

მის შესაძენად თანხას შოუმენისა და მოხალისის, სერგეი პრიტულას საქველმოქმედო აგროვებდა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ბაიკარისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კამპანიამ, „სახალხო ბაირაქტარმა” წარმატებით შეაგროვა თანხა უკრაინელებისთვის სამშობლოს დასაცავად სამი უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar TV2-ის, გადასაცემად. კომპანიისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული თანხა შეგროვდა ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევით. „კომპანია „ბაიკარი“ უფასოდ გაგზავნის სამ უპილოტო საფრენ აპარატს უკრაინულ ფრონტზე. ჩვენ ვთხოვთ, რომ სანაცვლოდ, შეგროვილი თანხა მოხმარდეს უკრაინელი ხალხის ბრძოლას “, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თურქული კომპანიის ეს საჩუქარი 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

Related posts

კომენტარის დამატება