უკრაინამ ბრიტანული ჯავშანტექნიკა მიიღო

უკრაინაში ბრიტანული ჯავშანტექნიკის Husky Tactical Support Vehicle-ის (ჰასკის ტაქტიკური მხარდაჭერის მანქანა) ნაწილი უკრაინაში უკვე ჩავიდა- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. 

სავარაუდოდ, ლონდონი უკრაინაში გაგზავნის მინიმუმ 120 ჯავშანმანქანას. ამასთან, ბრიტანეთიდან გაგზავნილი 40 მანქანა ადაპტირებული იქნება ბრძოლის ველზე დაზვერვისა და სხვა მიზნებისთვის.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოლონეთიდან მიიღეს მსუბუქი ჯავშანტექნიკა DZIK და უკვე აქტიურად ავითარებენ საველე პირობებში.

Related posts

კომენტარის დამატება