უკრაინაში ომის 119-ე დღე – დონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება

უკრაინაში ომის 119-ე დღეა. ხარკივის ოლქში, რუსული დაბომბვის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რვა წლის ბავშვი. დაშავებულია 16 მშვიდობიანი მოქალაქე.

4 ადამიანი დაშავდა სუმის ოლქში რუსული სამხედრო დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მძიმე ბრძოლები გრძელდება დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით. დონეცკის ოლქში, რუსული თავდასხმების შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 19.

კვლავ რთული ვითარებაა ქალაქ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის მიმართულებით.

უკრაინული მხარის ცნობით რუსულმა ჯარებმა სევიეროდონეცკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე 2 სოფელი დაიკავეს.

Related posts

კომენტარის დამატება