უკრაინაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს – ადვოკატი ლაშა შუკაკიძე

დღეს, ადვოკატი ლაშა შუკაკიძე, პირველ საათზე გეგმავს შეიტანოს განცხადება გენერალურ პროკურატურაში მოთხოვნით, რომ პროკურატურამ ოფიციალურად დაიწყოს გამოძიება და სისხლლის სამართლებრივი დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ გაერთიანებული იყო ან ირიცხებოდა უკრაინის ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ან სხვა ფორმირებების შემადგენლობაში, ეწეოდა ომის პროპაგანდას ან სხვა საშუალებით ცდილობდა ქვეყნის ოფიციალურ პოზიციის საომარი მდგომარეობით შეცვლას. ლაშა შუკაკიძის განცხადებით,  სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევა, როგორიც არის სსკ, 223-ე მუხლი უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, აგრეთვე სსკ, 310-ე მუხლი საგარეო უშიშროების საზიანოდ, უცხო ქვეყნის ან უცხოეთის ორგანიზაციის სამხედრო სამსახურში შესვლა, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება.

Related posts

კომენტარის დამატება