უკრაინელი ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებით გადაადგილებულია – UNICEF

უკრაინული მედია, გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინელი ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებით გადაადგილებულია. 

„ბავშვები იძულებულნი არიან, დატოვონ სახლები, მეგობრები, სათამაშოები და ძვირფასი კავშირები, ოჯახის წევრები  და მომავლის გაურკვევლობის პირისპირ რჩებიან. ეს არასტაბილურობა ბავშვებს მომავალს ართმევს – ტრავმამ და შიშმა შეიძლება, ხანგრძლივი გავლენა იქონიოს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“, – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი.

Related posts

კომენტარის დამატება