უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში 7 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 კი – დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

უკრაინის გაერთიანებული ძალების სამუშაო ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს, 4 ადამიანი გარდაიცვალა და 10 დაშავდა მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართული საჰაერო თავდასხმები და საარტილერო დაბომბვა განახორციელეს რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის, სევეროდონეცკსა და სლოვიანსკზე.

მათივე ინფორმაციით, ლუგანსკსა და დონეცკში რუსეთის ჯარებმა გასული დღის განმავლობაში, 21 ტერიტორია დაბომბეს 46 სამოქალაქო ობიექტი გაანადგურეს.

Related posts

კომენტარის დამატება