უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში სამი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში სამი სოფელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ გაერთიანებული ძალების დაჯგუფება „ფეისბუქში“ წერს.

“ფრონტზე მტრის არტილერია ერთი წუთითაც არ ჩერდება. მაგრამ მტრის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ “რაშისტები” დაუსჯელები დარჩებიან. თითოეული ჩვენი პასუხი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ოკუპანტებს. დონბასში გარკვეული მიმართულებებით უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ თავს იცავენ, არამედ თანდათან წინ მიიწევენ“, – ნათქვამია ინფორმაციaში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 15 კმ-ით წინ წაიწიეს.

„ცოტა ხნის წინ ჩვენმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის სამი სოფელი გაათავისუფლეს და 15 კმ-ით წინ წაიწიეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Related posts

კომენტარის დამატება