უკრაინის გენპროკურატურა: რუსეთის აგრესიას 338 ბავშვი ემსხვერპლა, 610-ზე მეტი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 338 ბავშვი დაიღუპა, 610-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველაზე მეტი – 335 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაზარალდა, ხარკივის ოლქში – 177.

“კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვში – 68, ხერსონში – 52, ნიკოლაევში – 48, ლუგანსკში – 55, ზაპოროჟიეში – 30, სუმში – 17, ჟიტომირში – 15 და დედაქალაქში – 16″, – აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 061 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 213 კი მთლიანად განადგურდა.

Related posts

კომენტარის დამატება