უკრაინის გენშტაბი – სევერედონეცკის მიმართულებით რთული ვითარებაა

სევეროდონეცკის მიმართულებით რთული ვითარებაა. ოკუპანტები ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავენ და ახორციელებენ სადღეღამისო დაზვერვას. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

როგორც გენშტაბში აღნიშნეს, სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დასამყარებლად ბრძოლა გრძელდება.

,,ქალაქის მიმართულებით დამპყრობლები ახორციელებენ დაბომბვას ლისიჩანსკის, ბოროვსკოეს, ბელაია გორასა და უსტინოვკას დასახლებების რაიონებში. ჩვენმა ნაწილებმა ტოშკოვკას დასახლების მიდამოში თავდასხმა მოიგერიეს. მტერმა უკან დაიხია და მიმდინარეობს გადაჯგუფება“, – აღნიშნა გენერალურმა შტაბმა.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კვლავ სასტიკად დაბომბეს ხიდების მახლობლად მდებარე ტერიტორიები, მათ შორის სევეროდონეცკის „აზოტის“ ქარხანა – დაფიქსირდა საგუშაგოს და სამკურნალო საშუალებების განადგურების ფაქტები.

Related posts

კომენტარის დამატება