უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 30 700 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 30 700 ჯარისკაცი დაკარგეს.

„24 თებერვლიდან 1-ელ ივნისამდე მტრის დანაკარგი ასევე მოიცავს 1361 ტანკს, 3343 ჯავშანმანქანას, 659 საარტილერო სისტემას, 207 მრავალჯერად გამშვებ სარაკეტო სისტემას, 94 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 208 თვითმფრინავს, 175 ვერტმფრენს, 2290 საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 13 ერთეულ გემს/კატერს, 519 უპილოტო საფრენ აპარატს, 49 ერთეულ სპეცტექნიკას, 120 ფრთოსან რაკეტას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Related posts

კომენტარის დამატება