უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკსა და სლავიანსკშია.
მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, სევეროდონეცკში ვითარება ძალიან რთულია – ოკუპანტებმა ქალაქში ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიყვანეს.
“რუსები ახლა აქ ახდენენ ძალების მაქსიმალურ მობილიზებას. სევეროდონეცკშია 20-ზე მეტი ტაქტიკური ბატალიონი, თითოეულ ბატალიონში 600-800 ადამიანია, ასევე, არის 30-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი, 10 ტანკი და ა.შ“. – ამბობს დენისენსკო.
რუსული ჯარები სევეროდონეცკში 30 მაისს, სასტიკი ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. ამ დროის მონაცემებით, მათ ქალაქის 50% აქვთ დაკავებული.
ქუჩაში სასტიკი სამხედრო დაპირისპირებები გრძელდება.