უნიჭო და უვიცმა საქართველომ ვერ გაიგო, რა მოხდა სიქსტის კაპელაში – არც ქართული საგალობლები იციან, არც ხალხური სიმღერები ! მხოლოდ მიტინგები იციან და 20 ლარი – რობერტ სტურუა

რეჟისორი რობერტ სტურუა ვატიკანში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდის მიერ გამართულ კონცერტს ეხმიანება.

„უნიჭო და უვიცმა საქართველომ ვერ გაიგო, რა მოხდა სიქსტის კაპელაში – არც ქართული საგალობლები იციან, არც ხალხური სიმღერები!

არც მიქელანჯელო გაუგიათ და არც ღმერთი! მხოლოდ მიტინგები იციან და 20 ლარი! ვაშა კრეტინებს!“ – წერს სტურუა.

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, 29 ივნისს „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა. მანამდე კი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა კონცერტი ვატიკანში, სიქსტის კაპელაში გამართა.

Related posts

კომენტარის დამატება