ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება – თუ პარკებს, სკვერებს დავაზიანებთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, არაფერი არ გამოვა, ყველაფერს აზრი ეკარგება – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომა ვანდალიზმის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრით გახსნა.

„სამწუხაროდ, ახლად რეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება. ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად აზიანებენ, რაც, რა თქმა უნდა, საწყენია, რადგან ამ ყველაფერში უამრავი თანხა იხარჯება. ეს ყველაფერ ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის კეთდება. თუ ჩვენ ამ სიახლეებს, რეაბილიტირებულ პარკებს, სკვერებს დავაზიანებთ, საპარკო ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, არაფერი არ გამოვა, აზრი ეკარგება ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას სთხოვა, თანადგომა გამოიჩინოს ამ პრობლემასთან ბრძოლაში.

Related posts

კომენტარის დამატება