ვინ არის პირველი ქართველი, რომელმაც გრემი აიღო

ქართველმა ხმის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭშვილმა, როგორც ხმის ინჟინერმა და მიქს-ინჟინერმა 2021 წლის საუკეთესო ალბომში გრემი აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„პირველი ქართველი, ვინც როგორც ხმის ინჟინერმა და მიქს-ინჟინერმა 2021 წლის საუკეთესო ალბომში გრემი აიღო. გილოცავ მიშაა, ბრავო!” – წერს სოციალურ ქსელში კობა მესხია.

ცნობისთვის, მიშა კაჭკაჭიშვილი აშშ-ში მოღვაწეობს.

მას ეკუთვნის ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდია „ესპლანადა”, რომელიც ახალ ორლეანში ყველაზე დიდი სტუდიაა.

მიშასთან უმუშვიათ ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორიცაა ერიკ კლაპტონი, ბიონსე, უილ ნელსონი, ჯონ ლეჯენდი, მერი ჯეი ბლაიჯი, ჰარი კონიკი, კენდრიკ ლამარი და ბევრი სხვა.

Related posts

კომენტარის დამატება