ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ – UNIAN

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ტელეგრამ არხ „Сможем объяснить“-ზე  დაყრდნობით წერს. 

ჟურნალისტების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს ოპერაციას ნ. ბლოხინის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრში გაუკეთებენ.

ამისთვის კლინიკის ერთ-ერთი კორპუსი დახურეს და იქ გარეშე პაციენტებს აღარ უშვებენ. ამ დროისათვის N1 პაციენტს კლინიკაში წინასაოპერაციო გამოკვლევებზე ელოდებიან.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს პანკრიასის სიმსივნე აქვს. 

29 მაისს Daily Mirror-მა და კიდევ სხვა რამდენიმე ევროპულმა მედიასაშუალებამ  FSB-ის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინს ჰქონდა „სწრაფად პროგრესირებადი კიბოს მძიმე ფორმა“ და რომ იგი გააფრთხილეს გარდაუვალი სიკვდილის შესახებ.

Related posts

კომენტარის დამატება