ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს რეგიონული მნიშვნელობის ტაძრის, ”ზიარატა ეზიდის” დღესასწაულს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეზიდთა თემს თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს ულოცავს.

პრეზიდენტის განცხადებით, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია.

“ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს რეგიონული მნიშვნელობის ტაძრის, “ზიარატა ეზიდის” – თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს და ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას. ჩვენი ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრე და მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია,” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

Related posts

კომენტარის დამატება