ზაფხულის ბოლომდე შესაძლოა შევაჩეროთ რუსული შეტევა, მაგრამ დეოკუპაცია, ნაკლებად სავარაუდოა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე მთლიანად შეაჩერონ რუსული შეტევა, მაგრამ ამ პერიოდში ტერიტორიების დეოკუპაცია ალბათ ნაკლებად სავარაუდოა  – ამის შესახებ obozrevatel-ს შს მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა განუცხადა – “მე ვერ ვხედავ ჩვენი მხრიდან ფართომასშტაბიანი კონტრშეტევების შესაძლებლობას. მაგრამ იმედი მაქვს, რომ საკმარისი ძალა გვექნება, რომ უბრალოდ შევაჩეროთ მათი წინსვლა”, – განაცხადა ანდრუსივმა და დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძლიერი კონტრშეტევისთვის ორი კომპონენტი აკლია – ავიაცია და არტილერია

მან სლავიანსკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ქალაქის ოკუპაცია ან აღება უახლოეს მომავალში, შეუძლებელია, თუმცა დაბომბვის საფრთხე იზრდება.

“გარღვევა ნაკლებად სავარაუდოა. სამწუხაროდ, დიდია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი დაბომბვის საფრთხე. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია, დატოვონ ტერიტორია”, – თქვა მან.

Related posts

კომენტარის დამატება