ზელენსკი: დღეში 60-100 უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება ბრძოლებში, 500-მდე იჭრება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი სამხედრო იღუპება. ამის შესახებ პრეზიდენტმა Newsmax-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ყოველდღიურად დაჭრილთა რიცხვი კი დაახლოებით 500-ს აღწევს.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა, დღეში 60-100 ჯარისკაცი იღუპება ბრძოლებში და დაახლოებით 500 შეტაკებებისას იჭრება. ასე ვინარჩუნებთ თავდაცვას“ – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ყველაზე მძიმე სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებშია.

უკრაინაშ ომის პერიოდში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ოფიციალური რიცხვი უცნობია. 12 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 16 დღეში 1 300 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. 

Related posts

კომენტარის დამატება