ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 მუხლის შესაბამისად ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა ისჯება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო განმეორებით ჩადენისათვის კი 15 დღიანი პატიმრობით. ამ კანონის გაუქმების მოთხოვნით ადვოკატი ლაშა შუკაკიძე ხვალ 15 ივლის 12:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წარადგენს. როგორც დისკრიმინაციული და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმა.
თვე: ივლისი 2022
ღარიბაშვილის შემდეგ, ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ნინო წილოსანმაც დაწერა
პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილზე პოსტს ამჯერად ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი აქვეყნებს. წილოსანი ივანიშვილის მიმართ ოპოზიციის განცხადებებს შურისძიებას უწოდებს: “როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?! ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ”, – წერს ნინო წილოსანი. ცნობისთვის, მანამდე ივანიშვილისა და დეოლიგარქიზაციაზე ვრცელი წერილი ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა.
ხაშურთან ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ხაშურის გასასვლელში, რესტორან ,,დიაოხის“ სიახლოვეს მოხდა. საავტომობილო გზაზე მოძრავი ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად სხეულის უმძიმესი ხარისხის დაზიანებები მიიღო მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, ხაშურში მცხოვრებმა 25 წლის მამაკაცმა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
გაზსადენის დაზიანების გამო ისნის რაიონში 6200 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
გაზსადენის დაზიანების გამო ისნის რაიონში 6200 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას შემთხვევით დაზიანდა „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნული დაზიანების გამო გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა: დედოფლისწყაროს I შეს. 2, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფ. საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლ. ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქ. 3, 11, 13, კასპის ქ. 3ა, 3ბ, 3ვ, 5, 11, 13, 15, გარე-კახეთის ქ. 2, 3, 4, 6,…
როგორი იქნებოდა თბილისი რუსეთან ომის შემთხვევაში
როგორი იქნებოდა თბილისი რუსეთთან ომის შემთხვევაში სამაგიეროდ ნაციონალები იქნებოდნენ ბედნიერები და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსაც მვიღებდით სწორედ ამ უბედურებას გადაგვარჩინა პრემიერმა ღარიბაშვილმა, ასი ათასობით დაღუპულ საქართველოს მოქალაქეს და განადგურებულ ინფრასტრუქტურას- ასეთი ტექატით აქვეყნებს პოსტს ფეისბუქ მომხმარებელო ლიდერი41
იძინა კულუმბეგოვი – ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს – აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ, ამას შეგვიძლია „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ
ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს- ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, არსებული ეპიდვითარება განგაშის საგანს არ წარმოადგენს. „მოგეხსენებათ კორონავირუსი გარკვეული „ტალღებით“ ხასიათდება. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ თუ შევხედავთ სხვა ქვეყნების ტენდენციას, დაახლოებით 2 თვით ჩამოვრჩებით ხოლმე, შემდეგ ტალღისებურად გადაინაცვლებს აღმოსავლეთ ქვეყნებში. საგანგაშო, მოულოდნელი სიურპრიზი არ უნდა იყოს. ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს დამთავრდა პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდს არ აქვს ამის გეგმები. კოვიდს…
იკოლაივში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის
უკრაინის ქალაქ მიკოლაივში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის,- უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა. მერმა მოსახლეობას მოუწოდა, თავშესაფრები არ დატოვონ. ამასთან, წუხელ ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაში. ხერსონის ოლქის საოლქო საბჭოს წევრის, სერჰი ხლანის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.
ენგიზ ცერცვაძე: ანგაჟირებული ტელევიზიები მისდევენ ჰიტლერის და გებელსის პრინციპს – „თქვი დიდი ტყუილი, გაიმეორე ხშირად და ხალხი დაიჯერებს“
არ დაუჯეროთ ანგაჟირებული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს. გასაგებია, რომ მათ ასე უნდათ, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო? ისინი მისდევენ ჰიტლერის და გებელსის პრინციპს – „თქვი დიდი ტყუილი, გაიმეორე ხშირად და ხალხი დაიჯერებს“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. „საქართველოში დღეს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად არის მომზადებული კოვიდის მართვის და ამ მოსალოდნელი აღმავალი ტალღისთვის. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობა. მინდა მოსახლეობას მივმართო და ვთქვა, რომ ეს არის ჭეშმარიტება. არ დაუჯეროთ ანგაჟირებული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს. გასაგებია,…
ანამ არ აუდგეს გვერდები, სანამ ლარიანიც არ მიიღოს ჩემი ჯიბიდან – გორში გარემოვაჭრეებმა მუქარის მიუხედავად დახლები გაშალეს
ამ წუთებში, ხმაურია გორში. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, გარემოვაჭრეები პროდუქცია სარეალიზაციოდ გარეთ გამოიტანეს. გუშინ მერის მოადგილე გარემოვაჭრეებს დაემუქრა, რომ თუ გარეთ ვაჭრობას გააგრძელებდნენ, ჯარიმებს დაუწესებდნენ. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. “მარტო ჩვენგან სჭირდებათ ხმები? 7-10 პირადობა მიაქვს პოლიციას სამსახური ვისაც აქვს. ბევრს არ სჭირდება ქართული ოცნება, მაგრამ ემუქრებიან – სამუშაოდან გამოგაგდებო და ძალაუნებურად ხმას აძლევენ. მე მაგალითად, არასოდეს ავირჩევ ქართულ ოცნებას. ვიღაცა ბობოლასია თურმე ახალი ბაზარი და ავტოსადგური და მარიკა იქ უნდა ავიდეს თურმე, რომ იმათ ჯიბეს არ მოაკლდეს. მერის…
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კარნახით. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპონენტებმა უნდა განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ. „საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. რადგან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არა აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიუთითებენ ხოლმე, რომ მე და ჩვენი პოლიტიკური…