პოლიციამ ოჯახის წევრის განძრახ მკვლელობისათვის ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ზ.ვ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან -1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას.მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე…

ირაკლი ღარიბაშვილი – დემონსტრაციები უშედეგოდ დასრულდა, მთავრობა სტაბილურია, წინსვლას ვაგრძელებთ.

“დემონსტრაციების გამართვა ყველა, ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი. ყველა ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისე როგორც სხვა დემონსტრაციები დასრულდა უშედეგოდ. მთავრობა არის სტაბილური, მყარი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას”

G7- ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, რომელიც “დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა. მანამდე, იაპონურმა სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის მიერ 7 ივლისს ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, G7-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვის გამო არ დაესწრნენ. ამასთან, სააგენტო წერს, რომ “დიდი ოცეულის” მინისტრების შეხვედრაზე გაუქმდა ერთობლივი ფოტოს გადაღების ტრადიციული ცერემონიაც, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ არ ისურვა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღება. რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Tass-ზე გავრცელდა სერგეი ლავროვის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ G7-ის მინისტრებს “არ ესმით…

“იარაღს ვერ დავყრით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით”- ზელინსკი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები იარაღს ვერ დაყრიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გაქრებიან. “იარაღს ვერ დავყრით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით. როგორც სახელმწიფო, როგორც ერი, ისევე როგორც ხალხი. რუსეთი განადგურებისთვის ისვრის, უკრაინა გადარჩენისთვის. ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა, უკრაინის ეროვნული იდეა მშვიდობაა,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

“რომელი კლუბიც არ უნდა აირჩიოს, მე მასზე სულ ვიღელვებ” – სლუცკის კომენტარი კვარაცხელიას “ნაპოლში” გადასვლის შემდეგ.

‘ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი კლუბის, ყაზანის “რუბინის” მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი, ხვიჩას “ნაპოლიში” ოფიციალურად გადასვლის საკითხს გამოეხმაურა. სლუცკის თქმით, რომელი კლუბიც არ უნდა აირჩიოს მან, იგი ხვიჩაზე მუდამ იღელვებს. “რა თქმა უნდა მე ველოდი, რომ FIFA გაახანგრძლივებდა გადაწყვეტილებას, უცხოელი ფეხბურთელებისთვის რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბებთან კონტრაქტების შეჩერების ნებართვასთან დაკავშირებით. არ ვფიქრობ, რომ ეს 1 წელიწადში დასრულდება. ვესაუბრე თუ არა ხვიჩას მისი “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ? – ჩვენ მუდამ ვკონტაქტობთ. რაც შეეხება “ნაპოლის”, ეს მისი არჩევანია. რომელი კლუბიც არ უნდა აირჩიოს, მე მასზე სულ ვიღელვებ. ჩვენ შევინარჩუნებთ თბილ, ადამიანურ ურთიერთობებს. რაც შეეხება თანხებს მის ტრანსფერზე, მას რჩებოდა კონტრაქტით…

გრიგოლ ვაშაძე- გუგებარია, როდესაც დავით არახამია ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ სახელმწიფოში ირღვევა სანქციების რეჟიმი.

გაუგებარია, როდესაც უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ სახელმწიფოში ირღვევა სანქციების რეჟიმი,- ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ვაშაძე აცხადებს, იგი საქართველოს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე სვამს ერთ შეკითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც მისი თქმით, კატეგორიულ უარს იღებს. „როდესაც ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ ჩვენს სახელმწიფოში ვითომ ირღვევა სანქციების რეჟიმი, პუტინთან დაახლოებული პირები გვყავს, ამავე დროს, აბრამოვიჩი მამა აბრამის ბატკანია და საქმე არ აქვს პუტინთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩემთვის ეს…

ირაკლი ღარიბაშვილი-ხელისუფლება როდესაც ჩავიბარეთ, საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა 4000-5000 აჭარბებდა, დღეს ეს რიცხვი კი 150-მდეა შემცირებული, ვფიქრობ რომ ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.

10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი, როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ქვეყანამ ადამიანის უფლებების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველო გახდა დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. „ბოლო ათი წლის განმავლობაში სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ. ჩვენ რეალურად ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატურული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიისა. არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას ამაყად,…

გვჭირდება მკაფიო განცხადებები ჩვენი პარტნიორი ელჩებისაგან, რომ ისინი ომისაკენ მოწოდების განცხადებებს ემიჯნებიან- განაცხადა სოზარ სუბარმა ყაველიშვილის წერილზე.

“როდესაც საქართველოში ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოწოდებებს აკეთებენ ოპოზიციის წევრები, პირდაპირ განცხადებებს აკეთებს სახალხო დამცველი, პირდაპირ განცხადებებს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ეკა გიგაურის განცხადება საკმარისია, თუმცა ბევრი ასეთი იყო,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით,  ამ შემთხვევაში გვჭირდება, რომ იყოს მკაფიო განცხადებები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან და ქვეყნების ელჩებისგან, რომ ისინი ემიჯნებიან მსგავს განცხადებებს. როდესაც შენი პარტნიორი ქვეყნები აფინანსებენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ღია ტექსტებით უცხადებენ მათ მხარდაჭერას შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი ეთანხმებიან მათ აი ამ მოწოდებებში ომისკენ და ეს გვინდა სწორედ რომ გააკეთოს როგორც კელი დეგნანმა, ისე ყველა იმ ელჩმა, რომელიც საქართველოს…

გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის “აგროლაბი” პრეზენტაციის ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ლაბორატორიის „აგროლაბი“ და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ. „დღეს ფერმერთა ასოციაცია და „აგროლაბი“ ერთად აკეთებენ პრეზენტაციას, სადაც არამარტო ლაბორატორიების საჭიროებაზე ვსაუბრობთ, არამედ იმაზეც, რომ გვჭირდება მუდმივი მუშაობა, გვჭირდება, ფერმერებამდე მივიტანოთ, რომ წარმატების საფუძველი არის ცოდნა. ბოლო 5-6 წელია სახელმწიფო მუდმივად ავითარებს ლაბორატორიის სისტემას, რისთვისაც იხარჯება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი. ქვეყანაში, სახელმწიფო ლაბორატორიების პარალელურად, იქმნება დამოუკიდებელი ლაბორატორიები. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და, დღეისათვის, ევროპაში თაფლის ექსპორტის 83 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. საქართველოში, პრაქტიკულად სრული ანალიზი ტარდება უკვე. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით,…

სალომე სამადაშვილი: ჩვენ დღის წესრიგის ჩამონათვალს დავდებთ და ” ქართულმა ოცნებამ” უნდა გასცეს პასუხი კითხვას- აპირებს თუ არა რომ მხარი დაუჭიროს ამ დღის წესრიგს.

სალომე სამადაშვილი: ჩვენ დღის წესრიგის კონკრეტულ ჩამონათვალს დავდებთ და „ქართულმა ოცნებამ“ კითხვას პასუხი უნდა გასცეს – აპირებს თუ არა ის, მხარი დაუჭიროს ამ დღის წესრიგს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა,ს ალომე სამადაშვილმა განაცხადა. „ეს არის ჩვენი ამოცანა, ანუ ეს არ არის პროცესი, სადაც კონსულტაციებისთვის ვხვდებით ჩვენ და ის, რომ ეს კონსულტაციები გაუთავებლად გაგრძელდება, არა. ჩვენ დავდებთ კონკრეტულ ჩამონათვალს დღის წესრიგის და „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგ კითხვას პასუხი უნდა გასცეს – აპირებს თუ არა ის, რომ მხარი დაუჭიროს ამ დღის წესრიგს და თუ არ აპირებს, მათ შორის თავის მომხრეებს კიდევ ერთხელ დაუდასტურებს,…