ლაშა შუკაკიძე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სარჩელი N1717 ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის აგრძალვის მოთხოვნით . სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, შემოწმებული იქნას ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან მიმართებაში. სარჩელის ავტორის ლაშა შუკაკიძის აზრით, ნაციონალური მოძრაობისა და მისი წევრების უშუალო მიზანს წარმოადგენს, რომ საქართველო ჩათრეული იყოს რუსეთ-უკრაინის ომში. რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან შეწყვეტილი უნდა იქნას მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი საქმიანობა.