“ალტ-ინფოს” მხარდამჭერები ევროკავშირის ოფისიდან მსვლელობით კვლავ პარლამენტთან მივიდნენ

“ალტ-ინფოს” მხარდამჭერები ევროკავშირის ოფისიდან მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ. მათ ხელში საქართველოს დროშები და სხვადსხვა წარწერით ბანერები უჭირავთ.

თავდაპირველად “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები სწორედ პარლამენტთან შეიკრიბნენ, სადაც სიტყვით გამოსვლები გაიმართა. მოგვიანებით, შეკრებილებმა მსვლელობით ჯერ “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ, სადაც ევროკავშირის დროშა დაწვეს.

Related posts

კომენტარის დამატება