ოდესაში სარაკეტო იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია

რუსეთმა მორიგი ავიაიერიში მიიტანა საპორტო ქალაქ ოდესაზე. რაკეტა ცხრასართულიან სახლს და დასასვენებელ ბაზას მოხვდა. შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. 30 დაშავდა. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

სამაშველო ოპერაცია ღამით მიმდინარეობდა. იერიშის შედეგად დანგრეულია სახლის ერთი სადარბაზო. 

აფეთქებების ხმა გუშინ ღამით ისმოდა ხარკოვშიც. ჯერ დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ყველაზე რთული ვითარება რჩება უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. დონბასში უკრაინელებმა რუსეთის არმიის რამდენიმე იერიშის მოგერიება შეძლეს. ყველაზე რთული ვითარებაა ლუგანსკის ქალაქ ლისიჩასნკთან, რომლის დაბომბვაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

Related posts

კომენტარის დამატება