გენშტაბი – უკრაინელმა სამხედროებმა დემენტიევკას მიმართულებით მტრის თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს

უკრაინელმა დამცველებმა დემენტიევკას მიმართულებით ოკუპანტების თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ხარკოვს, ასევე რუსი ტიშკის, ბეზრუკის, დემენტიევკას, ლესნოეს, სლატინოს, პრუდიანკასა და ზოლოჩევის დასახლებებს. „სლავიანსკის მიმართულებით, მტრის ქვედანაყოფებმა განაგრძეს თავდასხმის ოპერაციები, რათა გაეუმჯობესებინათ ტაქტიკური სიტუაცია მაზანოვკას, ივანოვკასა და დოლინას რაიონებში. მტრის ყველა ქმედება ამ დასახლებების მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენმა ჯარისკაცებმა დამპყრობლები აიძულეს, უკან დაეხიათ,“- აცხადებენ გენშტაბში. მათივე ცნობით, მოწინააღმდეგე ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური პოზიცია ბახმუტისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით და ამ მიზნით იყენებს არმიის…

ჯანდაცვის ასოციაციაში, რომელიც 130-მდე სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს, აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა დაწესებულებამ ფუნქციონირება ვეღარ გააგრძელოს, თუ სამინისტრო მომსახურებებზე ტარიფს არ გადახედავს

ჯანდაცვის ასოციაციაში“, სადაც 130-მდე სამედიცინო დაწესებულებაა გაერთიანებული, აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, რიგმა სამედიცინო დაწესებულებამ ფუნქციონირება ვეღარ გააგრძელოს, თუ ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა მომსახურებისთვის დადგენილ ტარიფს არ გადახედავს. როგორც „ჯანდაცვის ასოციაციაში“ განმარტავენ, 2013 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ტარიფები ამ დრომდე არ შეცვლილა. არსებული ტარიფით კი კლინიკებს ხარისხიანი მომსახურების გაწევა უჭირთ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფი გაწეული მომსახურების ხარჯს ვერ ფარავს. როგორც ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ნინო კიკნაძე განმარტავს, ჯანდაცვის მომსახურების ტარიფების ინდექსაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას კლინიკები ივლისში ელიან. „როგორც იცით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, 2013 წელს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის ტარიფი გაიწერა. დღეს…

რაკლი ღარიბაშვილი – ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობა

ექსპერტები და მსოფლიოს ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა ამით კმაყოფილი არ უნდა იყოს და მუშაობა გაათმაგებული ტემპით და პასუხისმგებლობით გააგრძელოს. „მე ახლახან ვიყავი ავსტრიაში და ჩემს კოლეგასთან საუბრისას განვიხილეთ ევროპაში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე დინამიკა, რა პროცესები მიმდინარეობს. უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება – ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში და ლოჯისტიკაში…

უსტიციის მინისტრის მოადგილე – პენიტენციურ სისტემაში არავითარი „ობშჩიაკი“ ვერ იქნება და არ არის მარტივი მიზეზის გამო, თანხა მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ – სისტემაში ნაღდი ფული არ ტრიალებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ქართულ ციხეებში არავითარი „საერთოს“ შეკრება, ანუ „ობშჩიაკი“ არ არის. აღნიშნულით ის არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშს ეხმაურება. როგორც ჭეიშვილი განმარტავს, ციხეებში ე.წ. ობშჩიაკი ვერ იქნება, ვინაიდან, იქ ფული მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ. „თქვენ მიერ ხსენებული საკითხები შეიძლება ითქვას, რომ უარყოფილია თავად ფაქტებით, ვიდრე იქამდე მივალ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბუნებრივია, მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს. ფაქტები ცხადყოფს, რომ არავითარი საერთო, ანუ „ობშჩიაკი“ ვერ იქნება და არ არის პენიტენციურ სისტემაში ძალიან მარტივი მიზეზის გამო, თანხა მატერიალური სახით, პატიმრებს…

ლაშა შუკაკიძე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სარჩელი N1717 ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის აგრძალვის მოთხოვნით . სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, შემოწმებული იქნას ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან მიმართებაში. სარჩელის ავტორის ლაშა შუკაკიძის აზრით, ნაციონალური მოძრაობისა და მისი წევრების უშუალო მიზანს წარმოადგენს, რომ საქართველო ჩათრეული იყოს რუსეთ-უკრაინის ომში. რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან შეწყვეტილი უნდა იქნას მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი საქმიანობა.

პოლიციამ ოჯახის წევრის განძრახ მკვლელობისათვის ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ზ.ვ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან -1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას.მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე…

ირაკლი ღარიბაშვილი – დემონსტრაციები უშედეგოდ დასრულდა, მთავრობა სტაბილურია, წინსვლას ვაგრძელებთ.

“დემონსტრაციების გამართვა ყველა, ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი. ყველა ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისე როგორც სხვა დემონსტრაციები დასრულდა უშედეგოდ. მთავრობა არის სტაბილური, მყარი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას”

G7- ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, რომელიც “დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა. მანამდე, იაპონურმა სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის მიერ 7 ივლისს ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, G7-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვის გამო არ დაესწრნენ. ამასთან, სააგენტო წერს, რომ “დიდი ოცეულის” მინისტრების შეხვედრაზე გაუქმდა ერთობლივი ფოტოს გადაღების ტრადიციული ცერემონიაც, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ არ ისურვა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღება. რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Tass-ზე გავრცელდა სერგეი ლავროვის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ G7-ის მინისტრებს “არ ესმით…

“იარაღს ვერ დავყრით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით”- ზელინსკი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები იარაღს ვერ დაყრიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გაქრებიან. “იარაღს ვერ დავყრით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით. როგორც სახელმწიფო, როგორც ერი, ისევე როგორც ხალხი. რუსეთი განადგურებისთვის ისვრის, უკრაინა გადარჩენისთვის. ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა, უკრაინის ეროვნული იდეა მშვიდობაა,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.