პოლონეთის მთავრობა უკრაინელი ლტოლვილებისთვის შემწეობის გადახდას წყვეტს

პირველი ივლისიდან პოლონეთის მთავრობა უკრაინელი ლტოლვილებისთვის შემწეობის გადახდას წყვეტს, – ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის კომისარმა პაველ შეფერნაკერმა განაცხადა.  ინფორმაციას Rzeczpospolita ავრცელებს.

საუბარია 40 ზლოტზე (დაახლოებით 26 ლარი), რომელსაც მთავრობა ყოველდღიურად იმ ადგილობრივებს უხდის, რომლებმაც უკრაინელი ლტოლვილები შეიფარეს. თანხა ერთ ზრდასრულ ადამიანზეა გათვლილი და მასპინძლისთვის სტუმრის განთავსებისა და კვების საფასური უნდა აანაზღაუროს.

ახალი რეგულაციები ძალაში დღეს შევიდა, თუმცა იქნება გამონაკლისები – შშმ პირებისთვის, ორსულებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების პაკეტი გაფართოვდება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინისა და პოლონეთის საზღვარი 3,6 მილიონამდე ლტოლვილებმა გადაკვეთა.

Related posts

კომენტარის დამატება