რუსეთმა აშშ-ის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, მათ შორის შონ პენსა და ბენ სტილერს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკელ პოლიტიკოსებსა და კულტურის მოღვაწეებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი. არსებული ინფორმაციით, ამ სიაში ასევე შედის რამდენიმე სენატორი და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და თავმჯდომარე სტივენ სტარი. ”ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მუდმივად გაფართოებული ინდივიდუალური სანქციების საპასუხოდ, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, აშშ-ს კონგრესის წევრების სხვა ჯგუფის, მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ბიზნესისა და ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე კულტურის მოღვაწეების წინააღმდეგ წესდება რუსეთის ფედერაციაში შემოსვლის აკრძალვა მუდმივი წესით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთმა ვაშინგტონის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ის 25 მოქალაქე სანქციების სიაში შეიყვანა.  

შმიგალი: უკრაინა ბიუჯეტის სტაბილურობის მხარდასაჭერად ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს მიიღებს

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ამბობს, რომ უკრაინა სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილურობის მხარდასაჭერად ევროკავშირისგან 500 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ შმიგალი ტელეგრამზე წერს. მიგველის თქმით, უკრაინამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ხუთ შეთანხმებას, რომელიც უკრაინას EU-ში გასაწევრიანებლად აახლოებს და ხელს უწყობს რუსი აგრესორის წინააღმდეგ აგრესიას. “თანხები გამოყოფილია და მოხმარდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის უზრუნველყოფას, ასევე მხირე ფერმერების მხარდაჭერას, რათა მათ განავითარონ საკუთარი ბიზნესი”, – წერს შმიგალი.

ილია დარჩიაშვილი პავილიონისსა და ლინკევიჩუსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ლიეტუვის სეიმის წევრსა და ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. ინფორმაციას პავილიონისი Facebook გვერდზე ავრცელებს. “პირველი შეხვედრა საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. სიმბოლურად, დღეს ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით შეხვედრაში ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ლინკევიჩუსთან ერთად. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ლიეტუვის საგარეო პოლიტიკის მთავარი წარმატება ყოველთვის იყო მემარცხენეებისა და მემარჯვენეების ერთიანი ქმედება ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციის საქმეში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იმუშავებს საქართველოსთვისაც, სადაც პოლიტიკური განხეთქილება ყოველთვის იყო ამ ქვეყნის აქილევსის ქუსლი. ევროკომისიამ ყველა ჩვენთაგანის სახელით, ძალიან მკაფიოდ თქვა, რას ელიან…

გავლენიან ჩეჩნებს კადიროვის მოკვლა სურთ – რუსი ოპოზიციონერი 

ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ესმის, რომ გავლენიან მტრებს მისი მოკვლა სურთ – ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გენადი გუდკოვმა ისაუბრა.  მისი თქმით, კადიროვმა ჩეჩნეთში სამხედრო ხუნტას დიქტატურა შემოიღო და გასაკვირი არ არის, რომ ჩეჩნები ასე ხშირად ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს ევროპაში. გუდკოვმა აღნიშნა, რომ მან თავადაც არ იცის, რას გეგმავს კრემლი კადიროვათნ დაკავშირებით.  გუდკოვის თქმით, კადიროვის მრჩევლებიც მიიჩნევენ, რომ ის  „სიცოცხლის შენარჩუნებას მხოლოდ ჩეჩნეთის მეთაურად დარჩენის შემთხვევაში შეძლებს “.  „ბევრ ჩეჩენს ვიცნობ, სერიოზულ ჩეჩნებს, ისინი არ არიან ყაჩაღები, პოლიტიკოსები არიან, ელიტადან. არ მივცემთ უფლებას იცოცხლოს იმ ბოროტების გამო, რაც მან ჩეჩნეთში ხალხს მოუტანა” ,- ამბობს გუდკოვი.  პოლიტიკოსმა…

ლანჩხუთში, სოფელ წყალწმინდაში მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში. ერთმანეთს მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ამავე მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა. სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომელშიც 22 მგზავრი იმყოფებოდა,  მათ შორის ბავშვებიც, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.  ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მგზავრების ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. საჭირო გახდა რამდენიმე დაშავებულის სტაციონარში გადაყვანაც.  შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 276 ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად – ზურაბიშვილი ტრასს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიზ ტრასს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე არჩევა მიულოცა. ზურაბიშვილმა განცხადება twitter-ის გვერდზე გააკეთა. “ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად.”, – წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერიმინისტრი ლიზ ტრასი გახდა. ტრასს მხარი პარტიის 80 000-ზე მეტმა წევრმა დაუჭირა. 

ნიკა, ეს ფანჯარა თქვენთვის უკვე დახურულია და თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება მოყოლილია – თალაკვაძის პასუხი მელიას

ვადამდელი არჩევნების საკითხსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ნიკა მელიას განცხადებას ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე პასუხობს. თალაკვაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის შესაძლებლობების ფანჯარა უკვე დახურულია. “ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება თურმე და რაღაც უნდა მოასწროს. მე მინდა პირდაპირ გითხრათ ნიკა, რომ ეს ფანჯარა თქვენთვის უკვე დახურულია და თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება ამ ფანჯარაშია მოყოლილი და სწორედ ეს გაწუხებთ. შეხედეთ ჯანსაღ ოპოზიციას, პოლიტიკური პარტიები ამ პარლამენტში დადიან კარებით, კარები იღება ჩვეულებრივად, ასე რომ ფანჯრიდან ნუ ეცდებით ნურც პოლიტიკაში შემოსვლას და ნურც პოლიტიკიდან…

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ კანონს აქვს ნული სამართლებრივი პრობლემა – შალვა პაპუაშვილი მოსმენების შესახებ კანონზე

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს. ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შენიშვნებს დღეს იურიდიული კომიტეტი განიხილავს. “ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ პრეზიდენტის პოზიცია უარგუმენტოა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მოსმენა-მიყურადების შესახებ კანონს სამართლებვი პრობლემა არ აქვს და მისი თქმით, ამაზე ყველა თანხმდება.  “ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ კანონს აქვს ნული სამართლებრივი პრობლემა. არავის აქვს შენიშვნა, რომ ამ კანონით ხდება რომელიმე უფლებრივი სტანდარტის დარღვევა, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სადმე ეწინააღმდეგება, ან ევროკავშირში თუ მსოფლიოში დამკვიდრებულ პრაქტიკას. სამართლებრივი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ არსებობდა და დარჩა რიტორიკა იგივე, რომ იქნებ იყოს მეტი მსჯელობა…

სანამ აქციები დაანონსდება და ჩატარდება, მანამდე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დატოვოს საპარლამენტო მანდატები – შალვა ნათელაშვილი

“ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელ არჩევნებს ითხოვს – ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის ყველა მოქმედება ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული. მელია სტრატეგიულ გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს იქნება სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობა და საპროტესტო ღონისძიებები. ასევე კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან და უცხოელ პარტნიორებთან. ოპოზიციის ნაწილი იდეას იზიარებს, თუმცა ისინი ბრძოლის განსხვავებულ მეთოდებზე აკეთებენ აქცენტს.  “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასახულ პოლიტიკურ გზას, რომლითაც უნდა იქნას მიღწეული ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა სხვა კოლეგა ოპოზიციურ პარტიებში. “ლეიბორისტული პარტია” სრულად იზიარებს ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას და მეტიც, პარტიაში ფიქრობენ, რომ უნდა დატოვოს ოპოზიციამ პარლამენტი დროულად და მაქსიმალურად მოხდეს…

ხელვაჩაურის მერია ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტირების ნაცვლად მგზავრობის სუბსიდირებას სთავაზობს 

ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ბრიფინგი გამართეს და ხელვაჩაურის ბაღებში ბავშვების მისაყვანად  ტრანსპორტის დაქირავება მოითხოვეს. მათი განცხადებით, მერიამ წელს ტრანსპორტის დასაქირავებლად თანხები გამოყო, თუმცა ტენდერი არ გამოაცხადა. განმარტავენ, რომ ხელვაჩაურის სოფლების უმეტეს ბაღში ბავშვების ტრანსპოტირების პრობლემა დგას. ოპოზიციის განცხადებას ხელვაჩაურის მერმა უპასუხა. ზაზა დიასამიძის თქმით, მერიამ წელს ბავშვების ბაღამდე მიყვანის სუბსიდირება გადაწყვიტა. თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოწყვლად ჯგუფებს ჩაერიცხებათ, რომლითაც ტრანსპორტის დაქირავებას თავად შეძლებენ. რამდენი ბავშვი მიიღებს სუბსიდირებას, ჯერ უცნობია.