ჩამოსულია ათეულობით უცხოელი, რომლებიც ღიად ლაპარაკობენ რევოლუციურ სცენარზე. არახამია აცხადებს, რომ ის დაეხმარება ოპოზიციას ძალაუფლების აღებაში! – ვატო შაქარიშვილი

მოძრაობა “აი ია-ს” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების და მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობის საკითხით.  ამით შაქარიშვილი თბილისში გამართულ კონფერენციას ეხმიანება, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.  “ქვეყანაში ჩამოსულია ათეულობით უცხოელი, რომლებიც ღიად ლაპარაკობენ რევოლუციურ სცენარზე. ქართული გვარის მქონე, სააკაშვილის შემდეგ ყველაზე დიდი არაქართველი არახამია აცხადებს, რომ ის დაეხმარება ოპოზიციას ძალაუფლების აღებაში! ფიზიკურად ვერ იარსებებს ამაზე მეტი მტკიცებულებები!” – წერს შაქარიშვილი.

ეს არანაირი მელიას ინიციატივა არ არის, ეს არის მორიგი ჰაერის გამოშვება – ბოკერია ვადამდელ არჩევნებზე

„მე კომიკურად მიმაჩნია ამის ნიკა მელიას ინიციატივად მონათვლა. მე თუ კიდევ ერთხელ დავიწყებ ვადამდელ არჩევნებზე საუბარს, ეს ჩემი ინიციატივა გახდება?! „კარგი იქნება ვადამდელი არჩევნები“ – თქვენ ახლა მიხვალთ და კითხავთ მელიას ბოკერიას ინიციატივაზე რას იტყვითო?! – არა, ჰო და ზუსტად ასევე მინდა ვთქვა, ეს არანაირი მელიას ინიციატივა არ არის, ეს არის მორიგი ჰაერის გამოშვება.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მელიას განცხადებას. „ეს პოზიცია არსებობს დიდი ხანია და ევროპულ საქართველოს ეს პოზიცია გვაქვს თავიდანვე, როცა სულელურ ლაპარაკს ჰქონდა ადგილი, რომ 12 პუნქტზე შეძლებდნენ თუ ვერა შეთანხმებას…

ალბანეთში, შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე, დაპატიმრებამდე, საქართველოში ცხოვრობდა – ბატიაშვილი

ალბანეთში, შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე, დაპატიმრებამდე, საქართველოში ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქით სამხედრო ექსპერტი, ზურა ბატიაშვილი ავრცელებს და დაკავებულის ფოტოსაც აქვეყნებს: “გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალბანეთში სამხედრო ბაზაზე შეპარული რუსები რომ დააკავეს შპიონაჟის ბრალდებით?დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ იმ ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე ფსევდონიმით ლანა სატორი დაპატიმრებამდე დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.საქართველოში მშვიდად დადიოდა სოფლებში, იღებდა უამრავ ფოტოს (რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ აქ  https://www.instagram.com/lanasator/?hl=en, მანდვე დევს ინფორმაცია მისი ალბანეთში დაკავების შესახებ, სადაც იხვეწება მიშველეთო), ეცნობოდა ხალხს, სწავლობდა აქაურობას და არც არავის გასჩენია ეჭვი, ვინაა და რას…

„გაყინე, გაყინე, მგლის კუდი” – პუტინის მორიგი მუქარა

რუსულ გაზზე ფასის ზღვარი, რომელსაც ევროკავშირში განიხილავენ, არის „კიდევ ერთი სისულელე, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს“ – განაცხადა პუტინმა და დაიმუქრა, რომ  ეს გადაწყვეტილება საწვავის ფასის მატებას გამოიწვევს.  “მოსკოვი არ დაემორჩილება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება კონტრაქტებს. ჩვენ საერთოდ არ მივცემთ არაფერს, თუ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს … ისინი, ვინც რაღაცას გვაკისრებენ, არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ თავიანთი ნება გვიკარნახონ.” აცხადებს პუტინი ვლადივოსტოკში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.  ჩვენ მხოლოდ ერთი დაგვრჩება, რომ თან დავაყოლოთ: „გაყინე, გაყინე, მგლის კუდი” – ამბობს პუტინი. ის ამტკიცებს, რომ რუსეთი “უმკლავდება დასავლეთის აგრესიას”, რომლის სტაბილურობაც “სანქციების ღუმელშია ჩაგდებული”. პუტინმა მარცვლეულის დერეფნებზე, სტამბულში გაფორმებულ შეთანხმებებს, “თავხედური ტყუილი” უწოდა.

„ჩელსის“ ხელმძღვანელობამ ტუხელი გაათავისუფლა

ჩემპიონთა ლიგაზე ზაგრების „დინამოსთან“ (0:1) წაგების შემდეგ, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ტუხელს „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაეტოვებინა. „100 დღეა, რაც კლუბი ახალმა ხელმძღვანელებმა ჩაიბარეს. ჩვენ გნვაგრძობთ რთულ საქმეს, რათა გუნდის წინსვლა არ შეცჩერდეს და მიგვაჩნია, რომ ზუსტად ახლა არის ცვლილებებისთვის შესაფერისი მომენტი. სამწვრთნელო შტაბი კვლავ განაგრძობს გუნდის მომზადებას, სანამ მენეჯმენტი ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს“, – ნათქვამია „ჩელსის“ ოფიციალურ განცხადებაში. გერმანელმა სპეციალისტმა ლონდონური კლუბი 2021 წელს ჩაიბარა და ამ პერიოდის განმავლობაში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

უბისა-შორაპნის ​გზის მონაკვეთზე 8 სექტემბერს, ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,​ უბისა-შორაპნის ​გზის მონაკვეთზე 8 სექტემბერს, ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. „თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ ახორციელებს ხიდზე ლითონის კოჭების მონტაჟს. ამის გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 8 სექტემბერს, 00:00-დან 08:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30-წუთიანი ინტერვალით ნაწილობრივ შეიზღუდება (ერთი სამოძრაო ზოლის ჩაიკეტება). დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

“კვარადონა”… მოლოდინები მაღალია, როცა მეტსახელს კლუბის საკულტო მოთამაშის სახელის მიხედვით გარქმევენ – BBC ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს

BBC ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ შეუძლებელია მოლოდინები იყოს იმაზე უფრო მაღალი, როცა მეტსახელს კლუბის ყველაზე საკულტო მოთამაშის სახელის მიხედვით გარქმევენ. “შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლას არ გამოუწვევია ისეთივე აჟიოტაჟი, როგორც დიეგო მარადონას ტრანსფერს ბარსელონადან 38 წლის წინ, მაგრამ სერია A-ში ბრწყინვალე დასაწყისი აღფრთოვანებას იწვევს და გარემარბს “კვარადონაც” კი უწოდეს. კვარაცხელიამ ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, როცა შენს სახელს მარადონას გვერდით იხსენიებენ თუმცა აღიარა, რომ მას ეს მეტსახელი მოსწონს. “მარადონასთან ახლოს ვერ მივალ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე გავხდე”, – დასძინა მან. ოთხშაბათს, სავარაუდოდ, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე კვარაცხელიას დებიუტი…

პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ახალი პროცედურების შესახებ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

88-ხმით ერთხმად, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაუჭირა მხარი რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესით მოხდება. პროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს.  რეგლამენტის პროექტით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი დგინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური მუხლი რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება.

“არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა დაკავებული ჟურნალისტის მონახულება”- ვიოლა ფონ კრამონს ნიკა გვარამიასთან შესვლის უფლება არ მისცეს

უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობდი, რომ როგორც ევროპარლამენტარს, საქართველოში ციხეში ჩემთვის პატიმრის მონახულება მარტივი იქნებოდა. მსგავსი რამე 2010 წელს აზერბაიჯანშიც გავაკეთე, რა დროსაც, პოლიტპატიმრის მონახულების საშუალება მომცეს. არ მეგონა თუ ასეთი რთული იქნებოდა დაკავებული ჟურნალისტის მონახულება. თავდაპირველად მიპასუხეს, რომ მე არ მივეკუთვნებოდი იმ ჯგუფს, რომელსაც ნიკა გვარამიას მონახულების უფლება ჰქონდა. შემდეგ იუსტიციის მინისტრს მივმართე, მივიღე უარყოფითი პასუხი. შემდეგ მეორედ მივმართე და პასუხი იგივე იყო. როცა მკითხეს, იყო თუ არა მისი მონახულება მნიშვნელოვანი, მე ვუპასუხე, რომ კი და დავასაბუთე 12 რეკომენდაციით, სადაც მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა მთავარ პუნქტებად წერია.” ამბობს ევროპარლამენტარი.  შეგახსენებთ, ვიოლა…