ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრული შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო -ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე. შესაბამისად, ამიერიდან სავიზო კოდექსის ზოგადი წესები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზეც გავრცელდება. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ნიშნავს: ვიზის მოსაკრებლის გაზრდა 35-დან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდების საჭიროება, ვიზის დამუშავების დროის გაზრდა, მრავალჯერადი ვიზების გაცემის წესების გამკაცრება. ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიტ რაკუზანის თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება გულისხმობს პრივილეგირებულ წვდომას ევროკავშირში სანდო პარტნიორების მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც არსებობს საერთო ღირებულებები. გადაწყვეტილება, გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 9 სექტემბერს და 12 სექტემბრიდან ამოქმედდება.
დღე: სექტემბერი 9, 2022
ავიაკომპანია Air Moldova აცხადებს, რომ მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე, მოსკოვში ფრენები განახლდება
ავიაკომპანია Air Moldova, ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ისინი მოსკოვის მიმართულებით ფრენების 1 ოქტომბრიდან განაახლებენ. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ მოსკოვში ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიღებულია სახლში დაბრუნების მსურველი მოლდოვის მოქალაქეების მრავალრიცხოვანი მიმართვის საფუძველზე. ამასთან, Air Moldova-ის განცხადებით, მოსკოვში რეისების აღდგენა უკავშირდება მგზავრების მოთხოვნებს, გამოიყენონ პანდემიის დროს და თებერვალში საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ შეძენილი ბილეთები. “რუსეთის ფედერაციაში და რუსეთის ფედერაციიდან რეისების აღდგენა არის პასუხი ჩვენი თანამოქალაქეების თხოვნებზე,” – აღნიშნავენ ავიაკომპანიაში. მოლდოვამ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ შეწყვიტა.
კაცი, რომელმაც გურიაში მეზობელ ქალს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემდეგ მიიმალა, დააკავეს
პოლიციამ გურიაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ვ.მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ოზურგეთში მეზობელს – 1967 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ ვ.მ. ბრალდებულის…
მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი” კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის- პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება – “ღირსეული პარტნიორი” არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი პარტნიორ ქვეყნებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატოსთან ურთიერთთავსობადობის მიმართულებით-ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლების- “ღირსეული პარტნიორი 2022-ის” დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სწავლებაში ჩართულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს და აღნიშნა, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. “ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ქალბატონო ელჩო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ყველას მოგესალმებით. პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ მორიგი მრავალეროვნული სწავლების -“ღირსეული პარტნიორი 2022-ის” წარმატებულ…
დატუქსვა მიიღეს სახალხო დამცველისგან და ამიტომ ჩათვალეს, რომ სახალხო დამცველი ვიღაცისგან მიიღებდა ინსტრუქციას და უკან დაიხიეს- ირაკლი ქადაგიშვილი
დღეს პარლამენტი სახალხო დამცველის შერჩევის წესზე მესამე მოსმენით იმსჯელებს-პარლამენტმა ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ოპონენტების შენიშვნები, რომლებიც მმართველმა ძალამ საკომიტეტო განხილვებისას წარადგინეს გათვალისწინებულია. შესაბამისად ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციაზე გავლენა ომბუდსმენის განცხადებას მოეხდინა. რაც შეეხება მოქმედი ომბუდსმენის განცხადებას, მმართველ გუნდში მას დაუსაბუთებელი და მიკერძოებული უწოდეს. “ოპოზიცია მხარს უჭერდა აღნიშნულ კანონპროექტს, პირველი მოსმენის დროს მხარი დაუჭირა და უფრო მეტიც საკომიტეტო მოსმენაზეც მეორე მოსმენის დროს მატ მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას. ამის შემდეგ სახალხო დამცველის განცხადება იყო, ფაქტობრივად ეგ იყო მოწოდება ოპოზიციური ჯგუფებისთვის, რომ ამ კანონს მხარდაჭერა არ ჰქონია და ამის შემდეგ…
ჯაფარიძე: ჩემს ტელეგრამ არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე, ამოცანა მაქვს, რაოდენობა გავზარდო
“გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე აქციების დროს არსებულ პრობლემებზე საუბრობს, მან ორი ძირითადი საკითხი გამოჰყო : “ერთი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რაზეც საჯაროდ ისაუბრეს მერე ორგანიზატორებმა, რომ რაღაცებზე ვერ შეთანხმდნენ, მათ შორის, ჩემი დაკვირვებით, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და როგორც სჩვევია ხოლმე ამ ქვეყანაში ეგეთი ტიპის პროცესებს, ვერ შეთანხმდნენ. მათ შორის, რაღაცებზე, რაზეც შეთანხმდნენ, მეც კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათ ქონდათ “ლიდერშიფი” აღებული ამ პროცესზე და წაიყვანეს, როგორც წაიყვანეს. ეს არის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი პოლიტიკოსებსაც ეხება და იმ ხალხსაც, ვინც ჩართული იყო…
“რთველი 2022”-ის ფარგლებში, ღვინის საწარმოებს ყურძენი ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა
“რთველი 2022”-ის ფარგლებში, ღვინის საწარმოებს ყურძენი ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. კახეთში უკვე გადამუშავდა 24 ათას ტონამდე მოსავალი. ყურძენი ამ დროისთვის ძირითადად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში იკრიფება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.
დიდ ბრიტანეთში გლოვა გამოცხადდა | ელისაბედ II-ს, სავარაუდოდ, 10 დღეში დაკრძალავენ
დიდი ბრიტანეთიში ელისაბედ II-ს გარდაცვალების გამო, გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება, რომელიც სავარაუდოდ, მონარქის გარდაცვალებიდან 10-11 დღის შემდეგ გაიმართება. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გუშინ საღამოს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამეფო ოჯახი სამძირებს მთელი მსოფლიოდან და სახელმწიფოთა ლიდერებისგან იღებს. დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში გართულდა და ბალმორალის სასახლეში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს მამის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. იგი გაერთიანებულ სამეფოს ყველაზე დიდ ხანს 70 წელი მართავდა. ელისაბედი არის მსოფლიოში მეორე მონარქი, რომელიც ასე ხანგრძლივად იყო სამეფოს სათავეში. მისი გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის მმართველი მონარქი, ჩარლზი გახდა. ტახტზე ასვლის შემდეგ, ჩარლზს ექნება უფლება, თავად აირჩიოს ნებისმიერი სახელი, რომელსაც მეფობისას…
Reuters: აშშ-მ რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გადაზიდვს გამო, 4 ირანული კომპანია დაასანქცირა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გადაზიდვის გამო, 4 ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ამერიკის შეერთბული შტატების ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირანსა და რუსეთს შორის ფრენების კოორდინირებას თეირანში მოქმედი კომპანია უწევდა. არსებული ინფრმაციით ოუპილოტო საფრენი აპარატების გარდა, ირანიდან რუსეთში პერსონალისა და შესაბამისი აღჭურვილობის ტრანსპორტირებაც ხდებოდა. ირანული დრონების გამოყენებას კი რუსეთი უკრაინაში აპირებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები “ანგარიშს არ გაუწევს“ მათ, ვინც მხარს უჭერს რუსეთს უკრაინის ომში. ”რუსი სამხედროები განიცდიან უკრაინაში სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მიწოდების დიდ დეფიციტს, ნაწილობრივ სანქციების და ექსპორტის კონტროლის გამო, რაც აიძულებს რუსეთს მიმართოს არასანდო ქვეყნებს, როგორიცაა ირანი ”, – თქვა მდივანმა ანტონი ბლინკენმა აღსანიშნავია,…
თუ ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ, განდევნოთ რუსული გავლენა მთავრობიდან, არ ვიცი სხვამ რამ შეიძლება, შთაგაგონოთ-კინზინგერი
“ჩემს მეგობრებს საქართველოში. მე ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარე. თუ თქვენი ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ რუსეთის გავლენისა და მისი წარმომადგენლების განდევნას თქვენი მთავრობიდან და საზოგადოებიდან, არ ვიცი, სხვამ რამ შეიძლება შთაგაგონოთ. ვამაყობ ქართული ლეგიონით.” – წერს კონგრესმენი, ადამ კინზინგერი Twitter-ზე