EU რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აჩერებს

ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრული შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო -ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.

შესაბამისად, ამიერიდან სავიზო კოდექსის ზოგადი წესები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზეც გავრცელდება. 

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ნიშნავს:

  • ვიზის მოსაკრებლის გაზრდა 35-დან 80 ევრომდე,
  • დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდების საჭიროება,
  • ვიზის დამუშავების დროის გაზრდა,
  • მრავალჯერადი ვიზების გაცემის წესების გამკაცრება.

ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიტ რაკუზანის თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება გულისხმობს პრივილეგირებულ წვდომას ევროკავშირში სანდო პარტნიორების მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც არსებობს საერთო ღირებულებები.

გადაწყვეტილება, გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 9 სექტემბერს და  12 სექტემბრიდან ამოქმედდება.

Related posts

კომენტარის დამატება