ალბანეთში, შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე, დაპატიმრებამდე, საქართველოში ცხოვრობდა – ბატიაშვილი

ალბანეთში, შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე, დაპატიმრებამდე, საქართველოში ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქით სამხედრო ექსპერტი, ზურა ბატიაშვილი ავრცელებს და დაკავებულის ფოტოსაც აქვეყნებს:

“გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალბანეთში სამხედრო ბაზაზე შეპარული რუსები რომ დააკავეს შპიონაჟის ბრალდებით?
დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ იმ ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე ფსევდონიმით ლანა სატორი დაპატიმრებამდე დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.
საქართველოში მშვიდად დადიოდა სოფლებში, იღებდა უამრავ ფოტოს (რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ აქ  https://www.instagram.com/lanasator/?hl=en, მანდვე დევს ინფორმაცია მისი ალბანეთში დაკავების შესახებ, სადაც იხვეწება მიშველეთო), ეცნობოდა ხალხს, სწავლობდა აქაურობას და არც არავის გასჩენია ეჭვი, ვინაა და რას აკეთებს ეს რუსი “ტურისტი” საქართველოში. 
რომ არა ალბანეთში ჩავარდნილი ოპერაცია, ისევ თავისუფლად გააგრძელებდა თავის საქმიანობას საქართველოშიც და სხვაგანაც.
ასეთ უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ.
ფოტოზე შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული ლანა სატორი თავის კატასთან ერთად საქართველოში.” წერს ბატიაშვილი. 

Related posts

კომენტარის დამატება