“არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა დაკავებული ჟურნალისტის მონახულება”- ვიოლა ფონ კრამონს ნიკა გვარამიასთან შესვლის უფლება არ მისცეს

უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობდი, რომ როგორც ევროპარლამენტარს, საქართველოში ციხეში ჩემთვის პატიმრის მონახულება მარტივი იქნებოდა. მსგავსი რამე 2010 წელს აზერბაიჯანშიც გავაკეთე, რა დროსაც, პოლიტპატიმრის მონახულების საშუალება მომცეს. არ მეგონა თუ ასეთი რთული იქნებოდა დაკავებული ჟურნალისტის მონახულება. 
თავდაპირველად მიპასუხეს, რომ მე არ მივეკუთვნებოდი იმ ჯგუფს, რომელსაც ნიკა გვარამიას მონახულების უფლება ჰქონდა. შემდეგ იუსტიციის მინისტრს მივმართე, მივიღე უარყოფითი პასუხი. შემდეგ მეორედ მივმართე და პასუხი იგივე იყო. როცა მკითხეს, იყო თუ არა მისი მონახულება მნიშვნელოვანი, მე ვუპასუხე, რომ კი და დავასაბუთე 12 რეკომენდაციით, სადაც მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა მთავარ პუნქტებად წერია.” ამბობს ევროპარლამენტარი. 

შეგახსენებთ, ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა. მან თავდაპირველად პენიტენციურ სამსახურს მიმართა ნიკა გვარამიასთან შესვლის ნებართვაზე, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ კი მინისტრ ბრეგაძეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რაზეც ბრეგაძეს ამ დრომდე პასუხიც არ გაუცია. 

Related posts

კომენტარის დამატება