ავიაკომპანია Air Moldova აცხადებს, რომ მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე, მოსკოვში ფრენები განახლდება

ავიაკომპანია Air Moldova, ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ისინი მოსკოვის მიმართულებით ფრენების 1 ოქტომბრიდან განაახლებენ. 

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ მოსკოვში ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიღებულია სახლში დაბრუნების მსურველი მოლდოვის მოქალაქეების მრავალრიცხოვანი მიმართვის საფუძველზე.

ამასთან, Air Moldova-ის განცხადებით, მოსკოვში რეისების აღდგენა უკავშირდება მგზავრების მოთხოვნებს, გამოიყენონ პანდემიის დროს და თებერვალში საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ შეძენილი ბილეთები.

“რუსეთის ფედერაციაში და რუსეთის ფედერაციიდან რეისების აღდგენა არის პასუხი ჩვენი თანამოქალაქეების თხოვნებზე,” – აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

მოლდოვამ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ შეწყვიტა.

Related posts

კომენტარის დამატება