რუსულ გაზზე ფასის ზღვარი, რომელსაც ევროკავშირში განიხილავენ, არის „კიდევ ერთი სისულელე, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს“ – განაცხადა პუტინმა და დაიმუქრა, რომ ეს გადაწყვეტილება საწვავის ფასის მატებას გამოიწვევს.
“მოსკოვი არ დაემორჩილება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება კონტრაქტებს. ჩვენ საერთოდ არ მივცემთ არაფერს, თუ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს … ისინი, ვინც რაღაცას გვაკისრებენ, არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ თავიანთი ნება გვიკარნახონ.” აცხადებს პუტინი ვლადივოსტოკში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ჩვენ მხოლოდ ერთი დაგვრჩება, რომ თან დავაყოლოთ: „გაყინე, გაყინე, მგლის კუდი” – ამბობს პუტინი.
ის ამტკიცებს, რომ რუსეთი “უმკლავდება დასავლეთის აგრესიას”, რომლის სტაბილურობაც “სანქციების ღუმელშია ჩაგდებული”. პუტინმა მარცვლეულის დერეფნებზე, სტამბულში გაფორმებულ შეთანხმებებს, “თავხედური ტყუილი” უწოდა.