Reuters: აშშ-მ რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გადაზიდვს გამო, 4 ირანული კომპანია დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გადაზიდვის გამო, 4 ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამერიკის შეერთბული შტატების ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირანსა და რუსეთს შორის ფრენების კოორდინირებას თეირანში მოქმედი კომპანია უწევდა.

არსებული ინფრმაციით ოუპილოტო საფრენი აპარატების გარდა, ირანიდან რუსეთში პერსონალისა და შესაბამისი აღჭურვილობის ტრანსპორტირებაც ხდებოდა. ირანული დრონების გამოყენებას კი რუსეთი უკრაინაში აპირებს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები “ანგარიშს არ გაუწევს“ მათ, ვინც მხარს უჭერს რუსეთს უკრაინის ომში. 

”რუსი სამხედროები განიცდიან უკრაინაში სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მიწოდების დიდ დეფიციტს, ნაწილობრივ სანქციების და ექსპორტის კონტროლის გამო, რაც აიძულებს რუსეთს მიმართოს არასანდო ქვეყნებს, როგორიცაა ირანი ”, – თქვა მდივანმა ანტონი ბლინკენმა

აღსანიშნავია, რომ 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები შეიძინა.  აშშ-ის თქმით, ოკუპანტი მათ გამოყენებას უკრაინასთან ომში გეგმავს. 

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ირანული სამხედრო ხომალდი საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა. ბოინგ 747-მა ქვეყნის ტერიტორია გადაკვეთა და რუსეთის ფედერაციაში დაეშვა. საერთაშორისო საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამ რეისით მოსკოვში ირანული სამხედრო ტექნიკა და მებრძოლები ჩავიდნენ. რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულ ორგანიზაციებს გაუხსნა გზა. 

Related posts

კომენტარის დამატება