“ტაქსისტმა ორ პუტინისტ რუსს უკრაინული სიმღერები ჩაურთო, შეკამათდნენ… ისეთ ადგილზე მიგიყვანთ, უფრო მარტივად მიხვალთ სასტუმრომდეო… წაიყვანა და გომბორზე ჩამოსვა…” | კუპრაძე

“ტაქსის მძღოლმა ორ პუტინისტ რუსს უკრაინული სიმღერები ჩაურთო, შეკამათდნენ… მძღოლმა ისეთ ადგილზე მიგიყვანთ, იქედან უფრო მარტივად მიხვალთ ფეხით სასტუმრომდეო. სასტუმრო თბილისშია. წაიყვანა გომბორის უღელტეხილზე, ჩამოსვა და აბა თქვენ იცითო”, – ამ ისტორიას “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. წერს, რომ რუსებმა მძღოლს პროკურატურაში უჩივლა, თუმცა ის გამართლდა:

მართლა ეგზოტიკური ქვეყანა ვართ სასწაული ისტორიებით და ეს უნდა იცოდეთ!

“დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა 12-0, ის წინააღმდეგ, ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ სცნო ორი პირის ეროვნული ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”

მოკლედ, ისტორია ასეთია: ტაქსის მძღოლს მანქანაში ორი პუტინისტი რუსი ჩაუჯდა თბილისის აეროპორტში. მძღოლიც ადგა და უკრაინული სიმღერები ჩაურთო. შეკამათდნენ. მძღოლმა ისეთ ადგილზე მიგიყვანთ იქედან უფრო მარტივად მიხვალთ ფეხით სასტუმრომდეო. სასტუმრო თბილისშია. წაიყვანა გომბორის უღელტეხილზე, ჩამოსვა და აბა თქვენ იცითო

პუტინისტები გაბრაზდნენ და უჩივლეს ტაქსის მძღოლს, ოღონდ ტაქსის კომპანიაში კი არა, პროკურატურაში, გაგვიტაცა და თავისუფლება უკანონოდ შეგვიზღუდა, თან ეთნიკური ნიშნითო.

7-10 წლამდე ციხეს უმზადებდნენ ამ უსაყვარლეს და კარგი იუმორის მქონე ტაქსის მძღოლს, ამირან ბოკუჩავას. მოკლედ, მთავარია გამართლდა სრულად და მადლობა უკარგეს მოქალაქეს და ადვოკატს ირაკლი ჩომახაშვილს. საზეპირო ისტორიაა.

ფოტოზე: ადვოკატები ირაკლი ჩომახაშვილი, თეონა გვაზავა და ქოცური პროკურატურის აზრით “სასტიკი დამნაშავე”, სინამდვილეში კი, კარგი იუმორის მქონე და პატრიოტი ბიჭი ამირან ბოკუჩავა, – წერს ირაკლი კუპრაძე.

Related posts

კომენტარის დამატება