თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 100 წლისაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. თსუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, რომლის წიაღშიც ცნობილ მეცნიერთა არაერთი თაობა აღიზარდა, დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. სასიხარულოა, რომ ასწლიანი ისტორიის მქონე ფაკულტეტი დღესაც არ თმობს მოწინავე პოზიციებს და ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას აძლევს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ფაკულტეტის ასი…

ქალთა მიმართ ძალადობის ბრძოლის საერთაშორისო დღეს ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობამ “თავისუფლებისთვის” სოლიდარობის აქცია გამართა

თერჯოლაში მომხდარი მკვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. მაშინ, როცა ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტიური კამპანია მიმდინარეობს. პროცესს უერთდება საქართველოს მთავრობა, რომელიც საკითხის გარშემო აქტიურ მუშაობას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, აქცია-პერფორმანსი თბილისის გარდა რეგიონებშიც გაიმართა. სოლიდარობის აქცია გამართა სამოქალაქო მოძრაობამ “თავისუფლებისთვის” ოზურგეთში. 

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს. მათ საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული სომხური პოზიციების მიმართულებით გაისროლეს. სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მათ მხარეს დანაკარგი არ განუცდია, ამ დროისთვის კი სიტუაცია სტაბილურია. ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯნული მხარე. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ინფორმაცია მცდარია და რეალობას არ ასახავს.

ძალადობის მსხვერპლი მონაზონი მრავლობითი დაზიანებით კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს

მონაზონი, რომელზეც ხაშურის მუნიციპალიტეტის დედათა მონასტერში სექსუალურად იძალადეს, ხაშურის ცენტრალური კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.  მონაზონს აქვს ტვინი შერყევა, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ის კონტაქტურია. დაზარალებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღე იქნება.  ცნოისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა. უცნობები ერთ-ერთ მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.