საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. “პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და შრომით ექსპლუატაციას უწევდა მას. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს…
დღე: დეკემბერი 26, 2022
ნიკოლოზ სამხარაძე – განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ელჩებს იმ ქვეყნებში, სადაც 30 წლიან ისტორიაში, საქართველოს პარლამენტის მიერ ისტორიული ვიზიტები პირველად გაიმართა
2022 წელი საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით იყო ყველაზე აქტიური წელი, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, პარლამენტის მხრიდან, არ მახსოვს ამდენი ვიზიტი განხორციელებულიყოს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ქვეყნებში ჩვენს ელჩებს, სადაც 30 წლიან ისტორიაში პირველად გაიმართა საპარლამენტო ვიზიტები , – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ელჩების კონფერენცია-2022″ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რთული პერიოდის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მუდმივად ცდილობს ქვეყანაში მიღწეული პოზიტიური პროგრესი ქვეყნის გარეთ გაიტანოს. „ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ დიპლომატებს აქვთ გარკვეული საზღვრები, თუმცა ჩვენ იმისთვის გვაქვს საპარლამენტო დიპლომატია, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკოსებთან განსაკუთრებით მწვავე თემებზე ვისაუბროთ და ავუხსნათ მათ, თუ…
პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ჯანდაცვის მინისტრის მიერ მედპერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება
პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის” ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ მედპერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება. „პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“, უკვე 1 წელია ვაწარმოებთ კამპანიას რეალური მინიმალური ხელფასის განსაზღვრისთვის, რომლის არსებობაც აპრობირებული მექანიზმია ევროპაში. ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექიმებისთვის და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესების, თუმცა ეს გადაწყვეტილება არის არასაკმარისი, გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთჯერადი. სინამდვილეში აუცილებელია ხელისუფლებამ მიიღოს ისეთივე მექანიზმი მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაშია. საჭიროა, ეკონომიკის სამინისტროდან შეიქმნას შესაბამისი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც პერიოდულად ინფლაციასთან მიმართებაში განსაზღვრავს მინიმალური ხელფასის ოდენობას იმისათვის, რომ იგი არ იყოს დადგენილი ასე ერთჯერადად, მხოლოდ და…
იაპონიაში დიდთოვლობას 17 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში დიდთოვლობას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავდა კიდევ 110 ადამიანი. ჩრდილოეთით და ქვეყნის დასავლეთით იაპონიის ზღვის სანაპიროზე თოვა 17 დეკემბერს დაიწყო. ამჟამად, იამაგატას პრეფექტურაში თოვლის სიღრმე 169 სანტიმეტრია. ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა, რამაც ადამიანების დაღუპვა ან დაშავება გამოიწვია, შენობების სახურავების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებს უკავშირდება. დიდთოვლობამ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. ნიიგატას პრეფექტურაში თითქმის 1 000 ოჯახი მეცხრე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადვოკატი/advokati
არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო – ნიკა გვარამია ზურაბიშვილს
მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, წერილს ავრცელებს ნიკა გვარამია. სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გამოგზავნილ მიმართვაში, ის წერს, რომ მესამე პრეზიდენტს ახლა ემპათია სჭირდება. როგორც ნიკა გვარამია წერს, შეუძლებელია საქართველოს პრეზიდენტს არ ესმოდეს და სუბიექტურ განცდამდე დაჰყავდეს, სიცოცხლის მხარეს დადგება, თუ სიკვდილის: “დღეს, მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება მხარდაჭერა, სიმპათია, სიყვარული. დღეს მას სჭირდება ერთადერთი – ემპათია. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უმწიფარობა ჩანს იმაში, რომ ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს სუბიექტურ განცდას და ობიექტურ საჭიროებას. ჩვენში სიმპათია ყოველთვის უდრის ემპათიას, (მაშინაც, როცა ემპათიას არ უნდა იწვევდეს), ხოლო ანტიპათია ყოველთვის უდრის ემპათიის არქონას. ემპათია კონტექსტუალურია. მისი განმსაზღვრელი…
ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა – დეპუტატს საავადმყოფოში გადაიყვანენ
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა. განცხადება დეპუტატმა ექიმებთან და მის თანაგუნდელთან ხატია დეკანოიძესთან ერთად გააკეთა. წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.”პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მისი სხეულის მასა არის ძალიან დაბალი, ასევე დაბალია არტერიული წნევის მაჩვენებელი, შესაბამისად ქალბატონი წყვეტს დღეს შიმშილობას ჩვენი კატეგორიული მოთხოვნით”- ამბობს ექიმი.წითლიძე მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისა და სამკურნალოდ დასავლეთში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში 12 დღე შიმშილობდა