ელენე ხოშტარია – შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვის ხეს

შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ იმ ნაძვისხეს , – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, სამგლოვიარო ნაჭერის ნაძვისხეზე განთავსებით „პროტესტს გამოხატავენ ყალბ მშვიდობაზე“.

“შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ იმ ნაძვის ხეს. კვირას 19.00 ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე. ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა ის ხალხი“, – წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, უკრაინაში 3 დეკემბერს ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.

ადვოკატი:

Related posts

კომენტარის დამატება