იაპონიაში დიდთოვლობას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ია­პო­ნი­ის ჩრდი­ლო­ეთ და და­სავ­ლეთ ნა­წი­ლებ­ში დიდ­თოვ­ლო­ბას 17 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­შავ­და კი­დევ 110 ადა­მი­ა­ნი.

ჩრდი­ლო­ე­თით და ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თით ია­პო­ნი­ის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე თოვა 17 დე­კემ­ბერს და­ი­წყო. ამ­ჟა­მად, ია­მა­გა­ტას პრე­ფექ­ტუ­რა­ში თოვ­ლის სიღ­რმე 169 სან­ტი­მეტ­რია. ყვე­ლა­ზე მეტი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა ან და­შა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია, შე­ნო­ბე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბის თოვ­ლის­გან გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ებს უკავ­შირ­დე­ბა.

დიდ­თოვ­ლო­ბამ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია. ნი­ი­გა­ტას პრე­ფექ­ტუ­რა­ში თით­ქმის 1 000 ოჯა­ხი მე­ცხრე დღეა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი.

ადვოკატი/advokati

Related posts

კომენტარის დამატება